გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 18 ივნისიდან 20
ივნისამდე დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარიც 9-14 მეტრ წამში. ჰაერის
მაქსიმალური ტემპერატურა 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
22 ივნისიდან კი ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი და ის 35 გრადუსს
მიაღწევს. სინოპტიკოსების ვარაუდით, 23 ივნისიდან დასავლეთ
საქართელოს ზოგიერთ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები