14 - 15 ივნისს, ქუთაისის ცენტრალური ბაღის ჩასასველთან (მერიის
მიმდებარედ) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის "მოიზღვავე წიგნების" ფარგლებში
ხორციელდება.
გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში 12:00-დან 20:00 საათამდე
გაიმართება.
გამოფენაზე წიგნები 40-60 %-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
პროექტში მონაწილეობენ წამყვანი გამომცემლობები: აზრი, არტანუჯი,
დიოგენე, ინტელექტი, წიგნები, ბათუმში და სხვები..
პროექტის – "მოიზღვავე წიგნები" – ფარგლებში წიგნების
გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ბევრ ქალაქში: ბათუმში,
ზუგდიდში, გორში, რუსთავში, ბორჯომში, ხაშურში.
გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები