ახალი ამბები
ე.წ. ქაჯაიას შენობა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ შეიძინა
FaceBook
კომპანია, რომლის 20%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეა, ნიუ პორტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობის მესაკუთრე გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "გუდლაინმა" ნაგებობა 2018 წლის 26 მარტს შეიძინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ჩვეთან საუბარში დაადასტურა, რომ ობიექტი ნამდვილად მისმა მეუღლემ შეიძინა. ნიკოლოზ ლატარიას ინფორმაციით, შენობას შეუნარჩუნდება ფასადი და მასში სასტუმრო განთავსდება.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, გამომდინარე იქედან, რომ ეს ნაგებობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე," - განგვიმარტა ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნიკოლოზ ლატარიას მეუღლე, ხატია სირბილაძე, შპს "გუდლაინის" გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. ის შპს "ნიკოილში" 70%, ხოლო შპს "ოპტიმა+"-ში 50%-იან წილს ფლობს.

ქუთაისში, ნიუ პორტის ქუჩაზე არსებული ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის შენობას ბოლო 20 წლის მანძილზე რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მისი ბოლო მესაკუთრე შპს "ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯია" იყო. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვი გახლდათ, რომელმაც საჯარო რეესტრის სააგენტოს შენობის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 მარტს მიმართა.

შენობას, რომელიც შპს "გუდლაინმა" შეიძინა, ქუთაისში ე.წ. ქაჯაიას შენობით იცნობენ. ნაგებობა ამჟამად მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც ფასადიდან ბათქაში და აგურები ცვივა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.