"მერია "სუს"- თან ერთად ცდილობს შვილმოკლულ მამაზე მოახდინოს ზეწოლა" - აქცია ქუთაისში (ვიდეო)
14:49 / 13.06.2018
ქუთაისის მერიასთან ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ახალგაზრდები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შენობასთან
საყვირებით და წითელი ბარათებით მოვიდნენ.
მათი თქმით, ქუთაისის მერია ზეწოლას ახორციელებს სალარიძის ცოლზე და
ცოლისდაზე. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, გვერდით
დაუდგნენ შვილმკვდარ ოჯახებს.
"ის, რაც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ჩვენთვის იყო შოკი. ქალაქს
მართავს "სუს"-ი, ათასი ბინძური ხრიკებით ქუთაისის , - განაცხადა
აქციის ორგანიზატორმა, ირაკლი გვალიამ.
აქციის მონაწილეების თქმით, მერიის წარმომადგენლები
ზაზა სარალიძის ცოლის ოჯახში მივიდნენ და ცდილობდნენ
დაერწმუნებინათ, რომ ოჯახის წევრები პროცესებს
გამიჯვნოდნენ.
მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის
ეთერშიც.
"ზუსტად არ ვიცი მერი იყო თუ მისი მოადგილე. ჩემი ოჯახის წევრებთან
მივიდა და შემოვლითი გზით ცდილობდნენ ჩემთან კომუნკაციის დამყარებას.
უთხრეს, შენ და შენი და ხომ არ გააკეთებთ რამე კომენტარსო. აძალებდნენ
ფაქტიურად ადამიანს, რომ ჩემს წინააღმდეგ გაეკეთებია
კომენტარი",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
აქციაზე ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მეუღლეს უცნობი
პირები ქუჩაში დაყვებიან და უთვალთვალებენ.
ქუთაისის მერიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ
თვითმმართველობაში არც ერთი მისი ნათესავი არ მუშაობს და არც ზეწოლას
ჰქონია ადგილი.
გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე,
არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი
არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი
გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს
დაიღუპა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები