2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, რომელთაც გამოცდა
წარმატებით ჩააბარეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის, ატესტატის აღება 2018 წლის 25 ივნისიდან შეეძლებათ.
როგორც ცნობილია, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის
გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია. სწორედ იუსტიციის სახლს
უნდა გადაეგზავნოს სკოლადამთავრებულთა სია, რის შემდეგაც ატესტატების
გაცემის პროცესი დაიწყება.
დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ
სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის დაწესებულებაში
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე
უფლაბამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო წესით
დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი
წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი
ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია
წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის
იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
თუ რა ვადებშია ატესტატს მიღება შესაძლებელი და რა დოკუმენტებია
წარსადგენი ვრცლად
ნახეთ აქ.
წყარო: edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები