ქუთაისში თაგვების, ქვეწარმავლებისა და მინდვრის მავნებელი
მღრღნელების წინააღმდეგ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ა(ა) იპ " სპეციალური სერვისების" სპეციალისტები
ახორციელებენ და ე.წ. ცხელ წერტილებს სპეციალური ხსნარით
წამლავენ.
"ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მაღალსართულიანი კორპუსების,
ეზოების და მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაციის პროცესი
მიმდინარეობს. შეწამვლის შემდეგ მოსახლეობა დაცული იქნება
ქვეწარმავლებისა და მღრღნელებისაგან," - ამბობს სპეციალური სერვისების
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი
მჟავანაძე.
მისივე თქმით,
მოსახლეობამ უბნის შეწამვლის საჭიროებაზე ინფორმაცია
ცხელ ხაზზე უნდა მიაწოდონ - (0431) 29 87 67
თაგვების, ქვეწარმავლებისა და მინდვრის მავნებელი მღრღნელების
წინააღმდეგ, ამ დრომდე ქალაქის მასშტაბით 25 000 გრძივი მეტრია
შეწამლულია.
მასალის გამოყენების პირობები