გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით დასავლეთ საქართველოში 13
ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.
13, 14 და 15 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი გაძლიერდება. მაქსიმალური ტემპერატურა 16 ივნისის
ჩათვლით შესაძლებელია მოიმატოს 34-36 გრადუსამდე.
რაც შეეხება, 11-12 ივნისს დასავლეთ საქართველოში, საღამოსა და ღამის
საათებში, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
"მოსალოდნელია, ასევე, ცვალებადი მიმართულების ქარი, დაახლოებით 8-13
მეტრ წამში. ჰაერის მაქსიმლაური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 27-32
გრადუსი იქნება, სანაპირო რაიონებში 25-27 გრადუსამდე სითბო, მთიანში
- 26-28 და მაღალმთიანში -20-22 გრადუსი", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
17 ივნისიდან ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია გაწვიმდეს.
მასალის გამოყენების პირობები