"ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი იყო 25 მლნ ლარი, ხოლო ახლა 70 მლნ-ია", - განაცხადა ქუთაისში ვიზატად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი მთავრობა განსაკუთრებით ზრუნავს დევნილებზე.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქნა დასახული დევნილების დაბინავება და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა, რაც ხორციელდება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი იყო 25 მლნ ლარი, ხოლო ახლა 70 მლნ-ია", - განაცხადა ქუთაისში ვიზატად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც დღეს
35 დევნილ ოჯახს აღამაშენებლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ფართის გასაღები გადასცა.მან ასევე, პირობა დადო რომ ეტაპობრივად, უახლოეს წლებში მოხდება დანარჩენი დევნილებისთვის ფართების გადაცემა.
ახალი რეაბილიტირებული ფართების გადაცემისას დევნილთა მინისტრამა, სოზარ სუბარმა ღარიბაშვილს ანგარიში ჩააბარა. სუბარმა განმარტა, რომ იმერეთის რეგიონში ამდროისთვის ახალ საცხოვრებელ ფართებში სულ 850-მდე ადამიანმა მიიღო ბინა და დაახლოებით ამდინევს დაუკანონდა.
ქუთაისში დევნილებს მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ
რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების გადაცემას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს და ქუთაისის მერს შოთა მურღულიას წილად ხვდათ დევნილი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღების გადაცემა.
მასალის გამოყენების პირობები