ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის
რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650 ლარი
გამოყო.
გამოცხადდება ტენდერი და სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ ივლისის შუა
რიცხვებიდან დაიწყება, აცხადებენ თოჯინების თეატრში.
რემონტი დემონტაჟს და შენობის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.
სარემონტო პერიოდი 135 დღეს შეადგენს.
შენობის რეაბილიტაცია ახალ წლამდე უნდა დამთავრდეს, აღნიშნავენ
თეატრში.
"პროექტი მერიის დაკვეთით შემუშავდა. იგი მოწონებულია სამინისტროს
მხრიდანაც", -ამბობს თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე.
როგორც თოჯინების თეატრში მიუთითებენ, რემონტის პერიოდში თეატრი
გაჩერებას არ აპირებს. არც სპექტაკლების ჩვენება შეჩერდება არც -
დადგმები, იგეგმება გასტროლებიც.
მასალის გამოყენების პირობები