ახალი ამბები
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დასკვნა არ არსებობს“ - გიგა შუშანია სოციალურ საცხოვრისზე
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილეებისა და სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლების  შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, თავშესაფრის მცხოვრებლები უკმაყოფილო არიან და ამბობენ, რომ ქალაქის ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღეს.

"არ გვაჩვენებენ ექსპერტიზის დასკვნას. ვერაფერზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვითხოვთ ამ ავარიული შენობიდან გაყვანას. იქ ცხოვრება არის შეუძლებელი. თუ მერია მოკლე დროში არ მოაგვარებს ამ პრობლემას, ქუჩაში გამოვალთ და გზას გადავკეტავთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თავშესაფარში მცხოვრებმა, მზევინარ მიქაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს ფარქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიგა შუშანია, რომლის თქმითაც, მან პრობლემის მოგვარების გზები ვერ დაინახა და  საკითხის ბუნდოვანება უფრო მეტ კითხვას აჩენს.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დასკვნა ფიზიკურად არ არსებობს, რადგან არ აძლევენ ადამიანებს მისი გაცნობის შესაძლებლობას. ეუბნებიან აბსურდულ მიზეზებს, სიტყვაზე გვენდეთ, დაწერეთ განცხადება და მიიღებთ 10 დღეში. ვეჭვობ, ან საერთოდ არ არსებობს, ან რაღაც კორექტირება შეაქვთ და ამიტომ არ აჩვენებენ. სინამდვილეში საჭიროა მხოლოდ ასლის გადაღება და თუ მერიას არ აქვს ერთი ლარი, მე შემიძლია მივცე ეს თანხა, რომ გადავიღოთ ასლი და მიცეთ ამ ადამიანებს. სამწუხაროდ, ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო ბევრ კითხვას ბადებს. დღეს პასუხების ნაცვლად ამ ადამიანებს უფრო მეტი კითხვა დარჩათ",-განმარტა გიგა შუშანიამ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, განმარტებები გააკეთა მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ 11 ივნისს იგი კომპანია "სანოს"წარმომადგენლებთან ერთად მივა სოციალურ საცხოვრისში და ერთობლივად იმსჯელებენ ყველა პრობლემის გადაჭრის გზებზე.

"შევთანხმდით, რომ მივალთ სამშაბათს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და თითოეული ოთახიდან დავიწყებთ აღწერას რა არის გასაკეთებელი. დასკვნა გადაგზავნილია შესაბამის ორგანოებში და დაველოდებით გამოძიებას", - განაცხადა იუზა უგულავამ, თუმცა, შეკითხვაზე,  კონკრეტულად რომელ ორგანოს გადაეგზავნა დოკუმენტი, პასუხი  მერის არც ერთ მოადგილეს არ აქვს.

იუზა უგულავამ დღეს არც იმ შეკითხვას უპასუხა, კონკრეტულად რა ნაწილს ეხება ის შეკითხვები, რომლებიც დამატებით მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებში საჭიროებს და ეხება თუ არა ეს საცხოვრისის მოწყობისთვის დახარჯულ თანხას.

მერის მოადგილემ მხოლოდ ის განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ნამდვილად არსებობს, რომ იგი კონკრეტული შტრიხკოდით მერიაში უკვე გატარებულია და მისი შეცვლა შეუძლებელია.

სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები ქუთაისის მერიის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც შენობაში მისი გახსნის დღიდან უკვე მესამედ ჩამოინგრა ჭერი.

ქუთაისის მერია საცხოვრისში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას თავიდანვე არ იღებდა და ამბობდა, რომ შენობა წინა ხელისუფლების დროს ჩაბარდა და ისინი მის ხარისხზე პასუხს ვერ აგებდნენ.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ" საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან 8 თვეში კი შენობაში ჭერი სამჯერ ჩამოინგრა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.