სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)
11:41 / 07.06.2018
ამ წუთებში ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის
მცხოვრებლები მერის მოადგილეს, იუზა უგულავს ხვდებიან. შეხვედრა
ხმაურით დაიწყო.
ისინი ქალაქის ხელმძღვანელობისგან შენობაში ჩატარებული ექსპერტიზის
დასკვნას ითხოვენ, რომლიც მერიის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებას
უკვე გადაუგზავნეს.
"მოვითხოვთ გადაგვიყვანონ სხვა შენობაში. აქ ცხოვრება არის
შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ.
დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან,
დასკვნაში წერია, რომ ჩვენ დავაზიანეთ შენობა", - ამბობს საცხოვრისში
მცხოვრები, მირანდა ნემსიწვერიძე.
ნიკეას ქუჩაზე 80 ოჯახისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში მერიის
დაკვეთით უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. 6 ივნისს ქუთაისის მერიამ
გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა
საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.
"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ
საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს
დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად,
ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ
ორგანოში", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში, თუმცა, მერიაში არ განმარტეს კონკრეტულად რომელ ორგანოს
გაუგზავნეს ექსპერტიზის შედეგები.
ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური
საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.
სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების
შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ"
საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს
მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან
6 თვეში კი შენობაში ჭერი ორჯერ ჩამოინგრა.
უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ"
ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017
წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში,
სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი
დაუჯდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები