შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.
"აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ", "ლევან აბზიანიძე იძულებითი ნარკოტესტირების მსხვერპლი", "ზრუნვა და არა დასჯა", - ამ სლოგანით საპროტესო აქცია სახელოსნო "პარქსისი"-ს ორგანიზებით ქუთაისში დღეს დაიწყო და ერთი კვიირს მანძილზე
სხვადასხვა დაწესებულებთან გაიმართება. "პრაქსისი"-ს წარმომადგენლების მოთხოვნაა, ლევან აბზიანიძის საქმე გადაკვალიფიცირდეს. ასევე აქციის მონაწილეები სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მხულის შცვლას ითხოვენ.
"ასევე უნდა გაუქმდეს იძულებითი ნარკოშემოწმება", - განმარტეს აქციის მონაწილეებმა.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან აბზიანიძე, დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციელებმა ნარკოშემოწმებაზე წაიყვანეს. გარდაცვალებამდე აბზიანიძემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას სამი ტაბლეტი შარდმდენი იძულებით დაალევინეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ახლობლების განცხადებით,
აბზიანიძე ნარკოლოგიურში მოტყუებით წაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები