2 ივნისს ღამით მოსულმა ჭარბმა ნალექმა მეწყერი
გამოიწვია, რომლის შედეგად წყალტუოს სოფელ
ზარათში ოთხი მოსახლე დაზარალდა.
საცხოვრებელი სახლების გარდა, ასევე დაზიანდა ცენტრალური საავტომობილო
და შიდა გზები. რამდენიმე ადგილზე ჟონეთსა და ნამოხვანში მეწყერი
ჩამოწვა.
"მცირედ დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი, ადგილზე ჩასული იყო მერიის
წარმომაგდენლები, ისინი ესაუბრნენ
დაზარალებულებს. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება შიდა
სასოფლო გზებზეც. დაზიანებული ხიდ- ბოგირის აღდგენა 2018 წლის
ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება,
ასევე ბიუჯეტის შესაბამისი მუხლიდან დავეხმარებით დაზარალებულ
ოჯახებს," - განმარტავენ წყალტუბოს მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები