ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქუთაისში ევროპის დღეს
აღნიშნავს.
მიმდინარე წლის 3 ივნისს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი ერთი დღით
"ევროსოფლად" გადაიქცევა. თითოეული სტუმარი, მთელი დღის განმავლობაში,
გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში იმოგზაურებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე,
გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს
მოქალაქეებისთვის.
ბავშვები სხვადასხვა თამაშებით იმხიარულებენ, გაიმართება
წარმოდგენები. თამაშების მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
16:00 – 20:00 ევროსოფელი
17:00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა
16:00 – 20:00 შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში
მასალის გამოყენების პირობები