ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე, ტრაილერმა
შუახნის მამაკაცს გადაუარა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც
იგი მძღოლმა ვერ შენიშნა. ქვეითად მყოფი ადგილზე
გარდაიცვალა.
მათივე თქმით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილის მიტოვებას
აპირებდა, თუმცა, მოქალაქეებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
"წინ გადავუდექით და არ მივეცით გაქცვევის საშუალება, ანდა რა ნამუსით
უნდა გაქცეულიყო, თავი წაცალა ადამიანს და სისხლის გუბე დააყენა" , –
ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების
ბრიგადები.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276–ე მუხლის მეხუთე
ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები