ახალი ამბები
შინმოვლის პროექტების დაგეგმარება და მართვა - მრგვალი მაგიდა საქართველოს "კარიტასის" ორგანიზებით
FaceBook
2018 წლის 1 ივნისს, საქართველოს კარიტასმა, ზრუნვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრა მოაწყო.

ღონისძიება თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით შედგა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობები, შინმოვლის მომსახურების მიმწოდებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერის გაიოზ ყუბანეიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, საქართველოს კარიტასის და თბილისის მერიის გამოცდილების გაზიარება შინმოვლის პროექტების დაგეგმარებისა და მართვის სფეროში, რაც რეგიონულ მუნიციპალიტეტებს გაუადვილებს საპილოტე პროექტების განვითარების შესაძლებლობას.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს აღრიცხულია 185 000 ადამიანი, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადადგილებისა და თავისი თავის მოვლის უნარები. ამ ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ კვალიფიცირებული შინმოვლის მოსახურებით. ასეთ პროექტებს ძირითადად აფინანსებენ საზღვარგარეთის დონორები და მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას მათ თანადაფინასებაში.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის # 490 დადგენილებით "საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე" გათვალისწინებულია მუნიციპალური შინმოვლის პროექტების შემუშავება.

ვინაიდან, რიგ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ასეთი პროექტების მართვის გამოცდილება, საქართველოს კარიტასმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მზაობა ხელი შეუწყოს ამ პროცესის განვითარებას. მნიშვნელოვანია იმ მუნიციპალიტეტების გამოცდილებაც, რომლებიც უკვე წლებია არასამთავრობო სექტორთან შინმოვლის პროექტების თანადაფინანსებასა და მართვაში თანამშრომლობენ. ასეთი პროექტების მენეჯმენტის საინტერესო გამოცდილება აქვს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა მუნიციპალიტეტებს. ამ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის ზრუნვის მუნიციპალური პროექტების განვითარებას მთავრობის 02.11.2017 წლის #490 დადგენილების თანახმად.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.