ახალი ამბები
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
"სადარბაზოში მეგობართან ერთად ვიყავი, როდესაც კვამლი დავინახე და მომესმა ქალის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. არც დავფიქრებულვარ ისე ავირბინე და ბინაში დარჩენილი პატარა ბიჭი გამოვიყვანე, ავღნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ სამაშველო სამსახურმა ნახევარი საათი დააგვიანა, ამიტომ სახლი მთლიანად დაიწვა,"- ამბობს ჩვენთან საუბარში რობი კაპანაძე.

მისი თქმით, ცეცხლმოკიდებულ ბინაში დარჩენილი ბებია მეზობლებმა გამოიყვანეს, რომელსაც ზედა კიდურების მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და მკურნალობას საავადმყოფოში გადის. პაატა ღამბაშიძე თავს კარგად გრძნობს.

რობი კაპანაძე ქუთაისის მეშვიდმეტე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.

სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის ლოკალიზება ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ სწრაფად მოხდა.

"დღის თორმეტ საათზე დაფიქსირდა შეტყობინება, ბრიგადა ერთ წუთში გავიდა გამოძახებაზე და ზუსტად ოთხ წუთში ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები. 15 წუთში კი უკვე ხანძარი ლოკალიზებული იყო,"- აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად ნიკეას ქუჩა N 50-ში მდებარე კორპუსის მეორე სართულზე სამოთახიანი ბინის 75 კვ.მ ფართობია დამწვარი. ასევე, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. 

ნიკეაზე ქუჩაზე ხანძარი 30 მაისს გაჩნდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსი იწვის (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.