1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისის მერიის
მხარდაჭერით ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების
პარკი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება.
ბავშვები ატრაქციონებით დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე
ისარგებლებენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში
სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებაცაა დაგეგმილი.
14:00 საათიდან ცენტრალურ ბაღში ნიღბებისა და კოსტუმირებული
პერსონაჟების წარმოდგენა გაიმართება.
ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს
გამოფენენ.
16:00 საათზე გალერეა "ვარლაში" ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო
სტუდიის ბავშვების ნამუშევრთა გამოფენა სახელწოდებით "ცა ყველასთვის
ერთია" მოეწყობა.
15:00 საათზე კი ავტოქარხნის ხიდიდან კიკვიძის სკვერამდე, 3 კმ.-იან
დისტანციაზე მოეწყობა გარბენი "სიცოცხლე - მოძრაობაა"
გარბენში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა
სამხედრო ლიცეუმისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მასალის გამოყენების პირობები