ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" ერთ-ერთი მაღაზიიდან 1 500 ლარი
წაიღეს.
ქურდმა მაღაზიიდან ფულის აღება მაშინ მოახერხა, როცა გამყიდველი
შიგნით არ იმყოფებოდა.
თვითმხილველების თქმით, დამნაშავე ერთი პირი იყო. ისინი ამბობენ, რომ
მაღაზიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა იმ მომენტში არ
მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრონ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით
დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები