ახალი ამბები
რა ხდება საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაღში, სადაც რამდენიმე დღის წინ ქვეწარმავლები იპოვეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.



ბაგა-ბაღის დირექტორის თქმით სასწავლო პროცესი ბაღში სექტემბერში განახლდება. 

"ოთხჯერ შეაწამლა ტერიტორია ადგილზე  სადიზენფიქციო, სამაშველო და ინფრასტრუქტურის სამსახური იყო", - ამბობს ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი #17-ე ფილიალში, ნინო ბერაძე. 

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით სარემონტო სამუშაოების დაწყება დაწესებულებაში ქვეწარმავლების გამოჩენამდეც იგეგმებოდა. მისი თქმით საუბარია კოსმეტიკურ რემონტზე, რომლის შესრულებაზე ტენდერი არ გამოცხადდება. 

"იქ არ არის იმდენი სამუშაოები ტენდერი რომ დაგვჭირდეს. რამდენი დაჯდება ვერ გეტყვით, ანგარიშობს შესაბამისი სამსახური", - ამბობს დავით წიტაიშვილი. 

ქუთაისის მე-17-ე  ბაგა-ბაღში სწავლა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამო 23 მაისს შეწყდა. ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს უკავშირებდნენ.

მე-17 საბავშვო ბაღი 500 აღსაზრდელს ემსახურება.



ამავე თემაზე:

ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი შეწყდა

ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.