ქუთაისში, მუხრანის ტყეში ხეები ხმება, - ამის შესახებ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლები
აცხადებენ.
"20 წლის წინ ტყეში იმდენი ხე იყო ადგილი არ რჩებოდა, ახლა პირიქითაა
ხეები ხმება და ნადგურდება. დაავადებულია მცენარეები და პატრონი არ
ყავს. ასე თუ გაგრძელდება, 20 წელში მუხნარის ტყე გაქრება," - ამბობს
პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია.
მისივე თქმით, აუცილებელია ტყეში სპეციალისტების მიერ სანიტარული
ჭრები და შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდეს და ადგილობრივ
ხელისუფლებას ამ მხრივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარის ე.წ "საღორიის" ტყეს დაახლოებით
360 ჰა ფართობი უჭირავს. მუხნრის ტყეს ნაკრძალის სტატუსი აქვს
მინიჭებული.
მუხნარის ტყეში იმერული მუხის გარდა გავრცელებულია ფიჭვი, ევკალიპტი,
იფანი და რცხილა. ნახეთ ფოტრეპორტაჟი
მუხნარის ტყიდან.
მასალის გამოყენების პირობები