ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში საცხოვრებელ სახლს ხანძარი
გაუჩნდა, რის შედეგადაც 66 წლის მოხუცი დაიწვა.
შემთხვევა 21 მაისს გვიან ღამით მოხდა.
"სამ საათზე შევნიშნეთ ხანძარი, მაშინვე გამოვუძახეთ სახანძროს და
სასწარფოს, მაგრამ რომ მოვიდნენ ისინი ყველაფერი დამწვარი იყო.
სახლში 66 წლის მოხუცი ცხოვრობდა. ეტყობა ვერ მოასწრო სახლიდან
გამოსვლა და ისიც დაიწვა. ცხედარი უფრო სწორად სხეულის ნაწილები
წაღებულია ექსპერტიზაზე", - განმარტავენ
ადგილობრივები.
მეზობლების თქმით, შესაძლოა მოხუცს სანთელი დარჩა.
66 წლის დავით დევადრიანი ფიცრულით შეჭედულ სახლში მარტო
ცხოვრობდა. მარტოცელა მოხუცი გასულ წელს სოციალური შემწეობის
აღდგენას ითხოვდა.
როგორ და რა პირობებში ცხოვრებდა მარტოხელა მოხუცი
ნახეთ აქ.
ავტორი: თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები