ახალი ამბები
დუბლირებული ფუნქციები და 18 მილიონიანი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიის ააიპებში
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ, მერიის ააიპ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი წლიური ხარჯი შეისწავლა. პარტიის წევრებმა და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ჩატარებული კვლევის შედეგები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგინეს.

კვლევის მიხედვით, 15 ააიპის თანამშრომელთა ხელფასებზე ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 18 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
ამასთანავე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ააიპებსა და მათ ფილიალებში ხდება თანამშრომელთა ფუნქციების დუბლირება. ზოგ შემთხვევაში კი, დაწესებულების ხელმძღვანელის ანაზღაურება, მერიის სამსახურების უფროსების ხელფასს მხოლოდ 100 ლარით ჩამორჩება.

საკრებულოს დეპუტატის, მერაბ მეშველიანის თქმით, ააიპების უმრავლესობაში პარტიული აქტივისტები და მერიის მაღალჩინოსანთა ახლობლები არიან დასაქმებული.

"ააიპები არის პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების დასაქმების ადგილი. კვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ფუნქცების დუბლირება, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა კი შტატით აყვანილთა რაოდენობას აჭარბებს. არის რამდენიმე ისეთი განყოფილება, სადაც მხოლოდ ორი თანამშრომელი მუშაობს. ყოვლად გაუმართლებელია ეს ხარჯები", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაცია კულტურულ დაწესებულებათა ააიპია, სადაც 386 თანამშრომელი მუშაობს, მათ სახელფასო ანაზღაურებას კი ყოველწიურად 3 550 900 ლარი ხმარდება.

2 100 ლარს იღებს მერიის "ააიპ სპეციალური სერვისების" უფროსი, სადაც 513 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო,  წლიურად მათი თანამდებობრივი სარგოსთვის 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

2 000 ლარი აქვს ხელფასი მერიის ახლადშექმნილ ააიპ "ქუთ განათების" უფროსს, მისი თანამშრომლების ხელფასისთვის კი წლის განმავლობაში 3 460 000 ლარი იხარჯება.

არის ხშირი შემთხვევები, როცა ააიპებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები დაწესებულებაშიც და მის ფილიალებშიც ჰყავს.

"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერიას მოუწოდებს შეამციროს ააიპ დაწესებულებების ხარჯები და დაზოგილი თანხით სოციალური სფეროები დააფინანსოს.

ქუთაისის მერიაში ოპოზიციური პარტიის კვლევას უსაფუძვლოს უწოდებენ  და ამბობენ, რომ ის რეალურ ფაქტებს მოკლებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.