ქუთაისის მერიის სახანძრო სამსახურის შენობაში, მიმდინარე წლის 9
მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებულ ოთახებს, რეაბილიტაცია
ჩაუტარდება.
სამუშაოები მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე ჩატარდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღდგენას საჭიროებს სამხედრო
კომისარიატის ოთახი და მისაღები, ასევე, შენობის მეორე სართულზე
არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს
ორი ოთახი.
სამუშაოებისთვის სულ 17 500 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისის მერიის შენობაში, სადაც რამდენიმე სტრუქტურაა განთავსებული,
ხანძარი
9 მარტს, დილის საათებში გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა ტექნიკა და დოკუმენტები.
ქუთაისის მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ ზარალი 15 000 ლარს
აღწევდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში
გაჩენილი ხანძრის შედეგები (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები