წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში ხუთი ცხენი მოიპარეს.
შემთხვევა ღამით მოხდა.
ცხენების მეპატრონეები ამბობენ, რომ გვიან ღამით ცხენები ეზოში ყავდათ
დაბმული, დილით კი არც ერთი არ დახვდათ.
მოპარულ ცხენებს შორის ერთ-ერთი წლების განმავლობაში ფაეტონით ქვეყნის
მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში
მონაწილეობდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები