ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობოს ცეტრში ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეხვედრა გამართა.
მომხსენებლებმა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა ლელა
გვიშიანმა და იურისტმა ნუცა ქაშაკაშვილმა სოციალურ პოლიტიკაზე
ისაუბრეს. განიხილეს იგი როგორც სოციალური თანასწორობისა და
კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
შეხვედრას იურისტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მომხსენებლების თქმით, სოციალური პოლიტიკა ბევრი
გამოწვევის წინაშე დგას, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება
სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ცხოვრების ხარისხზე, მათ
შესაძლებლობაზე თანასწორად სარგებლობდნენ ყველა უფლებით და
მონაწილეობდნენ ქვეყნის ეკონომიკურ, საზოგადობრივ და პოლიტიკურ
ცხოვრებაში.
EMC -ის იურისტემაა ისაუბრეს სოციალური და შრომის პოლიტიკის მოქმედ
ჩარჩოზე და იმ სპეციფიკურ გამოწვევებზე, რომელიც დასაქმებულების,
უსახლკარო ჯგუფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღეს
არსებულ მდგომარეობას განაპირობებს.
მომხსენებლები შეეხნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების
შესაძლებლოებს შევიდნენ შრომის ბაზარზე და სხვებთან თანასწორად შეძლონ
შრომის უფლების რეალიზება.
გონივრული მისადაგების ცნების არარსებობა საქართველოს კანონმდებლობაში
ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ამის გამო მოქალაქეებს ექმნებათ
პრობლემები. მომხსენებლებმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანეს.
ერთ-ერთ სპეციალური საჭიროების მქონე პირს ქონდა საშუალება
დასაქმებულიყო ორგანიზაციაში თარჯიმნად. მას უთხრეს, რომ ისეთი
ვალდებულებები ჰქონდა სსმ პირი ვერ შეძლებდა შესრულებას და უარი
უთხრეს. სსმ პირი გონივრული მისადაგების პრინციპის ფარგლებში თვლიდა
მეტი დატვირთვა მიეღო, სახალხო დამცველმა არ იმსჯელა ამ შემთხვევაზე,
რადგან გონივრული მისადაგების პრინციპი არ არსებობს კანონმდებლობაში,
შესაბანისად შემთხვევა დისკრიმინაციის ფორმად ვერ დადგინდა.
მოხსენებლებმა ისაუბრეს სექსუალური შევიწროვების კომპონენტზე კანონში,
რომელ საკითხსაც კანონი არსათანადოდ არეგულირებს.
შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები