ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, თურქეთის ოფისი 14 მაისს, დღის ორ
საათზე დააყაჩაღეს.
თვითმხილველების თქმით, ოფისში ორი უცნობი პირი შევიდა. მათ
თავდაპირველად თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთის შეძენა ითხოვეს,
შემდეგ კი ორგანიზაციაში მყოფ მენეჯერ ქალს დაემუქრნენ და ფული
გამოსძალეს.
"აფთიაქის ნიღბები ეკეთათ, ვითომ კლიენტები იყვნენ. შემდეგ
საწყალ ქალს ფული წაართვეს და მიიმალნენ," - გვიყვება თურქეთის ოფისის
გვერდით მაღაზიის გამყიდველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 179
მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობის ბრალდებით ექვსიდან ცხრა
წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები