დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 მაისს ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 18- დან 24 გრადუსამდე იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდებს
დასავლეთ საქართველოში 16-17-18 მაისს უნდა ველოდოთ. თუმცა, 19
მაისიდან კვლავ იწვიმებს.
"არამდგრადი ამინდები იქნება მთელი კვირის მანძილზე, დაბალი
ტემპერატურა და წვიმიანი ამინდები კვირის ბოლომდე გაგრძელდება," -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, სტაბილურ და თბილ ამინდს დასავლეთ საქართველოში
სავარაუდოდ, 20 მაისიდან უნდა ველოდეთ.
მასალის გამოყენების პირობები