13 მაისს, კვირას, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ცენტრს:
შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას,
გელათის, ფალიაშვილის, გოგებაშვილის, პუშკინის, გრიშაშვილის,
დუმბაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ
არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის
სამსახურებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 9300 აბონენტს.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით
ენერგოკომპანია ელექტროგამანაწილებელ ქსელსა და მოწყობილობებს
პერიოდულად უტარებს პროფილაქტიკურ სამუშაობს ყველა მაღალი ძაბვის
ქვესადგურში. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების
ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები