"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 11 მაისს
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59 % თვლის, რომ
რამე გვეშველება, გამოკითხულთა 30 %-ს კი მიაჩნია,
რომ არ გვეშველება, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის/უარი პასუხზე
- 11 %-ია.
არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის
პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843
გამოიკითხვა.
საშუალო ცდომილება 2.8%-ია.
კვლევა კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი
ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის,
საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საკითხებსაც ეხება.
ამავე თემაზე:
TI-ის კვლევა - 69 % თვლის, რომ ივანიშვილი ჩართულია
ქართულ პოლიტიკაში
მასალის გამოყენების პირობები