არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს" 11 მაისს
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69
% თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩართულია
ქართულ პოლიტიკაში.
გამოკითხულთა 19 %-ს მიაჩნია, რომ არა, ხოლო 12 %-მა კითხვაზე
პასუხი არ იცის.
მოგწონთ თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად ჩართულია, ქართულ
პოლტიკაში - (69 %-დან ვინ უპასუხა, რომ ივანიშვილი ჩართულია ქართულ
პოლიტიკაში) - დადებითი პასუხი მხოლოდ 17%-მა გასცა, კითხვაზე პასუხი
არ იცის/უარი პასუხზე - 7%, ხოლო ივანიშვილის პოლიტიკაში
ამჟამად ჩართულობა 77 %-ს არ მოსწონს.
არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის
პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843
გამოიკითხვა.
საშუალო ცდომილება 2.8%-ია.
კვლევა კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი
ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის,
საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საკითხებსაც ეხება.
მასალის გამოყენების პირობები