ახალი ამბები
როგორ იცვლება სესხის დაფარვის წესი
FaceBook
სესხის დაფარვის წესში ცვლილებების შეტანა იგეგმება და სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტშია აღნიშნული.

დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15% უნდა იყოს. შესაბამისად, გამოდის რომ 500 ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, სესხის დაფარვაზე მსესხებელი ყოველთვიურად
75 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს.

500-დან 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20%, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 800 ლარი, ყოველთვიური დაფასარი თანხა 160 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 4 000-8 000 ლარის ფარგლებში - 35%; 8 000-დან 16 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში - 40% უნდა იყოს; 16 ათასი ლარის ზევით კი სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე (შემდგომში: მსესხებელი), გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.




წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.