ქუთაისში რამდენიმე დღეა ცნობილი ებრაელი მთარგმნელის ბორის გაპონოვის
ძეგლი კიდურის გარეშე არის დარჩენილი.
როგორც აღმოჩნდა მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ძეგლის ნაწილი მოხსნა და
შესაკეთებლად სახელოსნოში გადაიტანა.
"ძეგლი კარგად დაფიქსირებული არ არის, იმიტომ რომ სხვაგან უნდა
გადაიტანონ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე დაზიანდა და მისი
შეკეთება მომიხდა", - ამბობს გიორგი კიკვაძე.
ძეგლის ავტორიც და ადგილობრივებიც გამორიცხავენ მიზანმიმართულ
ვანდალიზმს. თუმცა, საუბრობენ მოქალქეების მხრიდან დაუდევრობაზე.
რაიმე სახის ინციდენტს გამორიცხავენ მერიაში, აღნიშნავენ რომ ძეგლს
პერიოდულად სჭირდება გაწმენდა. ამჟამადაც ძეგლის კიდური გასაწნენდად
გადაიტანეს სახელოსნოში.
მოქანდაკის ინფორმაციით, ძეგლი რამდენიმე დღეში აღდგება.
ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლი 2014 წელს დადგეს.
ბორის გაპონოვი "ვეფხისტყაოსნის" ერთ -ერთ ყველაზე
საუკეთესო მთარგმნელთა რიგებშია.
მასალის გამოყენების პირობები