ახალი ამბები
"ბიზნესის თავგასულობას ეწირება ჩვენი ოჯახის წევრები" - აქცია ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში, 9 მაისს სოლიდარობის აქცია გაიმართება, რომელიც ერთი წლის წინ დაღუპულ ოთხ მეშახტეს ეძღვნება. აქციის ორგანიზატორი ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფია. 

"ტყიბული მდიდარი ქალაქია, რომელსაც სიღარიბეში აცხოვრებენ. მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ ბიზნესის თავგასულობას ეწირება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე - ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანაქალაქელების სიცოცხლე. 9 მაისს 1 წელი სრულდება 4 ტყიბულელი მეშახტის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. ცალ-ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია. გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია", -  ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სოლიდარობის აქცია დღეს, 17:00 საათზე გამგეობის შენობის წინ გაიმართება. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო შემთხვევა, 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი”  მართავს.



ამავე თემაზე:

24 აპრილს ტყიბულის შახტში უკრაინელი ექსპერტები ჩავლენ

"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.