საქართველოში სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრდა.
ახალი რეგულაციები საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით
ამოქმედდა. რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს მსესხებელთა
გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ.
ახალი დებულება სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა
შესრულებაც სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და
ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის.
პროექტის თანახმად, დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება
ყველა სახის სესხზე, კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე,
გარდა სავაჭრო, სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული
სესხებისა.
"დაუშვებელია ისეთი სესხის, კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი
იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან
ნაწილს ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის
შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით.
მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც
საშეღავათო პერიოდი არ აღემატება 6 თვეს იპოთეკური სესხის
შემთხვევაში, ხოლო 3 თვეს სხვა ტიპის სესხების, კრედიტების
შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში,"- ნათქვამია ეროვნული
ბანკის მიერ გასაჯაროებულ პროექტში.
სებ - ის ცნობითვე, დებულების პროექტის მიზანია საკრედიტო
სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და
სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების
ხელშეწყობა, რათა მოხდეს მსესხებელთა უფლებების დაცვა ჭარბვალიანობით
გამოწვეული რისკებისგან.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო
ვერსიას, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება
დაექვემდებაროს შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.
სებ-ი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოსთან დაკავშირებულ ახალ
პროექტის სრულად ნახვა შემდეგ ელექტრონულ მისამართზეა შესაძლებელი:
www.nbg.gov.ge
მასალის გამოყენების პირობები