ქუთაისის მერიამ ვებგვერდი
http://kutaisi.gov.ge/ge განაახლა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გვერდის
ასაწყობად სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
საიტს ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა სერვისები.
"მიმდინარეობს სამუშაოები გვერდის ასაწყობად. საიტს დაემატება
რამდენიმე სიახლე. ვებგვერდზე განთავსდება დოკუმენტაციის ბაზა,
პეტიციების ველი, ქალაქის ინტერაქტიული რუკა და ინფორმაცია სხვადასხვა
ელექტრონული სერვისების შესახებ.საიტზე ასევე მუდმივად განახლდება
ინფორმაცია ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული
აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ"-განმარტავენ ქუთაისის
მერიაში.
განახლებითი სამუშაოების გამო, ქუთაისის მერიის
ოფიციალური ვებგვერდი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში
ხელმიუწვდომელი იყო.
ქუთაისის მერიამ, ვებგვერდი ბოლოს
2015 წელს განაახლა.
ოფიციალური საიტი მორიგ განახლებამდე ასე გამოიყურებოდა.
მასალის გამოყენების პირობები