დასავლეთ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში წვიმიან ამინდებს
პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში 8-12
მაისს ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე დაეცემა.
"მოსალოდნელია წვიმიანი ამინდები, არამდგრადი ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება,"- ამბობს გარემოს
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, სტაბილურ და თბილ ამინდს დასავლეთ საქართველოში 14
მაისიდან უნდა ველოდეთ.
მასალის გამოყენების პირობები