2017-2018 სასწავლო წლის მე–12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო
გამოცდების პრეტესტი გამოცდებამდე ერთო დღით ადრე შაბათ დღეს, 19
მაისს ჩაუტარდებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პრეტესტში
მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
რაც შეეხება პროცედურას, პრეტესტი, ისევე როგორც გამოცდები,
მოსწავლეებს თავისსავე სკოლაში ჩაუტარდებათ. აღნიშნულის შესახებ მათ
ინფორმაციას სკოლა მიაწვდის.
“ეს არის გამოცდისთვის ძალიან კარგი რეპეტიცია, ვინაიდან, მოსწავლეები
ეცნობიან ტექნიკურად როგორ წარიმართება საგამოცდო პროცესი”, –
განმარტეს გამოცდების ცენტრში.
წყარო:
EDU.ARIS.GE
მასალის გამოყენების პირობები