ახალი ამბები
„მიმდინარეობს მოლაპარაკება“- „ტორპედოს“ ახალი დამფინანსებლები, შესაძლოა, ჩინელი ინვესტორები გახდნენ
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი სტუმრობდა.  ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ჩინელები კლუბში ინვესტიციის ჩადებით არიან დაინტერესებული. კლუბის ადმინისტრაციაში  ვიზიტის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჯობია, ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც შედეგი დადგება", - ამბობს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა მოსიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ინვესტორები კლუბის სტადიონითაც არიან დაინტერსებული, რომელიც ქუთაისის მერიის საკუთრებაა.

შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" მართვის უფლებით აღებას გეგმავდა ზაალ ჩაჩავა, რომელმაც კლუბი გასულ წელს აუქციონზე იყიდა.

სტადიონის ინვესტორისთვის გადაცემის მზაობა ჰქონდა ქალაქის ხელისუფლებასაც. მერის მოადგილე, იუზა უგულავა ამბობდა, რომ ამით ბიუჯეტში თანხა დაიზოგებოდა.

გეგმის მიხედვით, ინვესტორს სტადიონზე მაღაზიები, კვების ობიექტები, ლატარიის ჯიხურები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო.

წლის დასაწყისში, ზაალ ჩაჩავა ქუთასიპოსტთან საუბარში ამბობდა, რომ ქუთაისის მერიასთან შეთანხმება მიღწეული იყო და მიმდინარეობდა ხელშეკრულების მომზადება. თუმცა, როგორც ირკვევა, ჩაჩავამ სტადიონის ინვესტირება  გადაიფიქრა.

კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სტადიონის შენახვა ძვირი ჯდება, შესაბამისად, მისი ინვესტირება წამგებიანია.

"წამგებიანია სტადიონის შენახვა. ის მთლიანად არის სახელმწიფო დოტაციაზე. ზაალ ჩაჩავას არაფერი გადაუფიქრებია, მაგრამ ინვესტორისთვის ინვესტიცია უნდა იყოს სასარგებლო", - ამბობს მამუკა მოსიაშვილი.

გეგმავს თუ არა ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი კლუბთან ერთად სტადიონის ინვესტირებასაც, მამუკა მოსიაშვილი არ აკონკრეტებს.

უცნობია რას ფიქრობს ახალ ინვესტორზე ქუთაისის მერია. არსებული ინფორმაციით, კლუბში ვიზიტის შემდეგ, ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა., თუმცა, ქუთაისის მერიაში ამაზე არ საუბრობენ.

"ჩინელ ინვესტორებზე არაფერი ხდება", - ამბობენ ქუთაისის მერიაში.


ამავე თემაზე:

„მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას“ - ზაალ ჩაჩავა შპს „რამაზ შენგელიას სტადიონის“ გადაცემაზე

შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“, შესაძლოა, ინვესტორს გადაეცეს

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.