საშუალოდ 1 კგ ჩაის ფოთოლზე 1 ლარი და 20 თეთრი არის განსაზღვრული.
ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.
"არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ჩაის პლანატაციების აღდგენას. მართალია, ეს იმ მასშატბით არ მოხდება, რაც იყო წლების წინ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს", - აღნიშნა შეხვედრაზე თენგიზ სვანიძემ.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგელების განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინიტრის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 18 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია იყო. თუმცა, მიმდინარე წელს ანალოგიური კვლევის მიხედვით ჩაის პლანატაცია მხოლოდ 10 ათას ჰექტარზეა.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, ჩაის პლანტაციების ნაწილი სახელმწიფო საკუთრება, ხოლო ნაწილი კერძოა.
შეხვედარზე განმარატეს, რომ პლანატაციების რეაბილიტაციის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პლანტაციების მეწარმეებზე იჯარით გაცემა მოხდება. რაც შეეხება, ანაზღაურებას, შეხვედარზე აღნიშნეს ეს ხარიხსის მიხედვით მოხდება, საშუალოდ, კი 1 კგ ჩაის ფოთოლზე 1 ლარი და 20 თეთრი არის განსაზღვრული. სასტუმრო "ბაგრატში" საქართველოში წარმოებული ჩაის გამოფენაც მოწყო.
ქუთაისში გამართულ ჩაის სექტორის რეგიონალურ ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მაღალი ოფიციალურის პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრენენ.
მასალის გამოყენების პირობები