დღეს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომელთაც დატვირთულ
რეჟიმში უხდებოდათ მუშაობა.
ვიდეო: ირაკლი აკობია
პრეზიდენტის 20 წუთიანი გამოსვლის შემდეგ, სხდომათა დარბაზში
დეპუტატების გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა კი პროტესტის
ნიშნად სხდომთა დარბაზი დატოვა.
გიორგი მარგველაშვილმა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ
მიიღო, რაც მან დეპუტატების გამოსვლების დასრულებამდე, დებატებში
შესვლა მოითხოვა.
პრეზიდენტის თქმით, დეპუტატებს აქვთ შეკითხვები მისი მისამართით და
მას ეტაპობრივად უნდა მიეცეს შესაძლებლობა მათ შეკითხვებს
უპასუხოს.
"როცა პარლამენტი მიკრძალავს პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელიც
დეპუტატებს აქვთ, მე ასეთი დებატების შინაარსს ვერ ვხედავ. ასე
შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. ველოდები, რომ პარლამენტი
მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას
დებატებში შევიდე დეპუტატებთან", - განაცხადა გიორგი
მარგველაშვილმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები