ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ჯრუჭის მონასტრის საგანძური
გამოიფინა.
გამოფენა ორმაისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიხსნა, სადაც
წარმოდგენილი იყო ჯრუჭის მონასტრის ექსპონატები, ასევე ფოტომასალა.
ჯრუჭის მონასტერი, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია საჩხერეში
მდებარეობს.
იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია სამონასტრო საგანძურით, როგორც ჭედური
ხატებით, ისე ნაქარგებით და ლიტერატურით.
მონასტერი მე-10-11 საუკუნეეში დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში
კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.
"ექსპონატებიდან ბევრი თავის დროზე გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილმა და
მისმა თანამებრძოლებმა გადაარჩინეს და შემოუნახეს შთამომავლობას.",
-აღნიშნა ქუტაისის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა ელისო
ჩუბინიძემ.
ჯრუჭის საგანძური საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში არის დაცული.
მასალის გამოყენების პირობები