საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ
დებატები მიმდინარეობს. პერზიდენტის გამოსვლა დეპუტატების ნაწილმა
უკვე შეაფასა.
პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობამ. ფრაქცია
"ქართული ოცნების" თავმჯოდმარემ, მამუკა მდინარაძემ გიორგი
მარგველაშვილს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი უწოდა და
განაცხადა, რომ მან საზოგადოების კონსოლიდირება ვერ მოახერხა.
"ამ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში, თქვენ გქონდათ შანსი, რომ
საზოგადოების გამაერთიანებლის როლი გქონოდათ, მაგრამ თქვენ გახდით
მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი. ამის შემდეგ ჩვენ
გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც არათუ ოპონირებაზე, არამედ
საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე
იქნება ორიენტირებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა საკონსტიტუციო რეფორმაზე
პრეზიდენტის კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ შენიშვნები ჰქონდა "პარტიოტთა
ალიანსსაც".
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა 20 წუთში
დასრულდა.
ამავე თემაზე:
„ჟენევაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ
მოხდება მოსკოვში" - ადა მარშანია
„სისტემა
უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან
ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი
„საპრეზიდენტო
არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ -
გიორგი მარგველაშვილი
„მედიაზე
შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი
მარგველაშვილი
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა
დაიწყო
2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს
მოუსმენენ
მასალის გამოყენების პირობები