ქუთაისში, ორმაისობის აღნიშვნა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე
კალისტრატის დალოცვით დაიწყო.
მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა და
ქუთაისელობა მიულოცა ბაგრატის ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას.
ბაგრატის ტაძარში ე.წ. ჩოხოსანი ბავშვებიც შეიკრიბნენ. მიტროპოლიტმა
ჩოხოსანი ბავშვები დალოცა. მათ მანდილისა და ჩოხის მნიშვნელობაზე
ესაუბრა.
"ქართველი დედის მანდილი უძლეველი მანდილია, იგი ორ მოსისხლეს
არიგებდა. ყველა ბოროტი ძალა მოდიოდა იმისთვის რომ ქართველი დედა
გაემწარებინა... ქართველი დედის ლოცვით გლოცავთ, ქართველი მამის
ლოცვით გლოცავთ. ყველა ბავშვს გლოცავთ, განსაკუთრებით მათ ვინც
იბადება საზღვარგარეთ. ქართველი დედები ბევრს შრომობთ, ბევრს წვალობთ
რომ გადააჩინოთ ქარველი ერი", - თქვა მეუფე კალისტრატემ.
მეუფე კალისტრატე ქართველი ქალის როლსაც შეეხო.
"ქალს აწამებენ, დევნიან, ყველგან ქალია. ქალმა შარვალი ჩაიცვა
იმიტომ, რომ კაცს უჭირს. კაცობრიობა დაიბნა, შეიძლება კაცმა ჩაიხედოს
სარკეში და თქვას რა ლამაზი ვარო. ეს არაა კაცის საქმე. კაცმა ულვაში
უნდა ატაროს ", - აღნიშნა მეუფე კალისტრატემ.
მიტროპოლიტი სხვა საკითხებსაც შეეხო და მისი აზრით, დღევანდელობის
ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევაზე ისაუბრა.
"საქართველო არის განსაცდელში, მართლმადიდებლობა მსოფლიოში არის
განსაცდელში. პატრიარქთან ბრძოლა ქართველ ერთან ბრძოლაა. დროებით ვართ
ამ წუთისოფელში და სანამ ვართ პატიოსნად უნდა ვიცხოვროთ... შეხედე ამ
ნაძვს სამჯერ ლპებოდა სამჯერ გადავჭერით, შემდეგ ვაკურთხეთ და
გადარჩა. ნაძვმა გაიგო და ნაძვზე უარესები რატომ უნდა ვიყოთ?!", -
მიაჩნია მიტროპოლიტს.
ბაგრატის ტაძარში ქადაგებას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და სხვა
ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.
ქუთაისში "გვირილობის" აღნიშნვნა გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა
ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.
გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ
ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში
ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან
გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა
ქუთაისს არ უკავშირდება.
ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის,
ტუბერკულოზის დღეს.
"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად
კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.
ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს
ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და
შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.
აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და
ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
ამავე თემაზე:
რა
ღონისძიებები გაიმართება 2 მაისს - გვირილობის
პროგრამა
შეამოწმე
რა იცი "გვირილობის" აღნიშვნის შესახებ
ქუთაისში
ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს
"გადავწყვიტეთ
გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და დავეხმაროთ ტუბერკულოზით
დაავადებულებს"
ქუთაისის
მერიის წინ, გადასასვლელებზე გვირილები დახატეს (ფოტო)
15
000 ლარი ორმაისობის კონცერტისთვის - ქუთაისის მერიამ ტენდერი
გამოაცხადა
2
მაისს ქუთაისში ქუჩები გადაიკეტება - ტრანსპორტი შეცვლილი
მიმართულებით
იმოძრავებს
მასალის გამოყენების პირობები