ქუთაისში, ააიპ "ქუთგანათების სერვისმა" ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
ქვეითთა გადასასვლელები გვირილებით მოხატა.
"ზებრა" გადასასვლელზე ყვავილების დახატვა ტრადიციად იქცა და ის
გვირილობის დღესასაწაულს უკავშირდება.
მერიის წინ გადასასვლელებზე გვირილები, პირველად 2017 წელს,
გვირილობის დღესასწაულზე დახატეს.
ქუთაისში გვირილობა 2 მაისს აღინიშნება.
გვირილობასთან დაკავშირებით ქალაქში
სხვადასხვა კულტურულ-გასართობი
ღონისძიებებია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები