ახალი ამბები
"სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია"
FaceBook
მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენის შეფასებით, მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა, რასაც სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. ნინო ლომჯარია ბავშვთა მიმართ პრობლემებზე საუბრისას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის, მასწავლებლებისა და თავად მოზარდების პასუხისმგებლობაზე და მათი ცნობიერების ამაღლების მნიშვნეობაზე აკეთებს აქცენტს.

"ბავშვთა მიმართ ძალადობის ძალიან მრავალი ფაქტი გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. პირველ რიგში ხდება ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფა და არამარტო ზრდასრულების მიერ. ძალიან გახშირებულია ძალადობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია.

საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში. მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწრობების ფაქტების. ფაქტობრივად არ გვაქვს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და მაგალითად ქვეყანაში არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი. სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლმას ადასტურებს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

წყარო: interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.