ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში ქართული არმიის დღესთან
დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
მუზეუმში ყოველწლიურად აღინიშნება ქართული არმიის დღეს, რომელიც
არსებობის 27 წელს ითვლის.
არმიის დღესთან დაკავშირებით მუზეუმში მოიწვიეს ომის ვეტერერნები და
მოქმედი ჯარისკაცები.
შეხვედრაზე წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელშიც
მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და კადეტთა ლიცეუმის კურსანტებმა
მიიღეს მონაწილეობა.
"სამხედრო საქმე ყველაზე ღირსეულ საქმედ მიმაჩნია. ჯარისკაცის
მუნდირის ღირსეულად ტარება ყველაზე მნიშვნელოვან მოვალეობად", -
ამბობს კადეტთა ლიცეუმის კურსანტი ნუგზარ გვარიანი.
კურანტები მიუთითებენ რომ ქართული ჯარი მუდმივ რეფორმაშია და მუდმივად
ვითარდება.
საბრძოლო დიდების მუზეუმი 1975 წელს დაარსდა მეორე მსოფლიო ომის
დასრულებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით.მუზეუმის ძირითად
ექსპონატებს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტომასალა, სამხედრო
აღჭურვილობა წარმოადგენს. თუმცა დარაბზის ნაწილი ეთმობა
რუსეთ-საქართველოს ომის, ასევე ავღანეთსა და ერაყში ქართული ნაწილების
სამშვიდობო მისიების ამსახველ მასალებს.
მასალის გამოყენების პირობები