ვანის # 54 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრებს დღეს
განიხილავენ.
განხილვა 17:00 საათზეა ჩანიშნული.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, კახა მჟავანაძის თქმით,
საჩივრების ნაწილი კენჭისყრის, ნაწილი კი მეორე დღეს დაიწერა.
ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე სულ 6 საჩივარი დაიწერა.
ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები სამმა არასამთავრობო
ორგანიზაციამ და ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა.
"სამართლიანმა არჩევენებმა" საჩივრები ხმის მიცემის პროცედურასთან,
შემაჯამებელ ოქმთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირებულ
დარღვევებზე დაწერა.
ხონის #8 უბანზე დაწერა ერთი საჩივარი "ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ". საჩივრის მიხედვით, საოლქოში ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი
მიიტანეს საოქლო კომისიაში, კომისიის მდივანმა კი კომისიის ბეჭედი
საოლქოში ხელჩანთით მიიტანა.
იგივე დარღვევაზე დაწერა საჩივარი "ევროპულმა საქართველომაც".
ხონის #3 უბანზე კი "მომავლის არჩევანის" დამკვირვებელმა დააფიქსირა,
რომ გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნების დროს დაულუქავი იყო.
ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28
აპრილს გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცამებით, 57.86%–ით
"ქართული ოცნების" კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
ჭიჭინაძეს თანაგუნდელები გამარჯვებას უკვე ულოცავენ.
ხმების 38.38% მიიღო "ევროპული საქართელოს" კანდიდატმა, გიგი
უგულავამ.
1.61% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ კოპალიანმა, ხმების
1.47% მიიღო "ახალი ქრისტიან–დემოკრატების" კანდიდატმა მამუკა
ტუსკაძემ, პარტია "საქართველოს" კანდიდატმა, გორგი ლილუაშვილმა ხმების
0.46% მიიღო, ხოლო "ტრადიციონალისტების" კანდიდატმა, ზურაბ
ქართველიშვილმა 0.22%.
მასალის გამოყენების პირობები