გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თბილი
და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია
აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც დღის გარკვეულ
მონაკვეთში შესაძლოა გაძლიერდეს.
" 30 აპრილს დილიდან მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი,
რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს. ასეთი ამინდი ორი მაისის ჩათვლით
შენარჩუნდება. თუმცა, ჰარის ტემპერატურა იქნება მაღალი და 28-33
გრადუსამდეც გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
მისი თქმით, 3 მაისს ჰაერის შესაძლოა 34 გრადუსამდეც გათბეს, ხოლო 5
მაისს სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები