ვანს და ხონში საარჩევნო უბენი უკვე დაიხურა. საკუთარი არჩევანი 27
846 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
აქედან, ხონში ამომრჩევლთა აქტიურობა 59, 49 პროცენტი (13 737
ამომრჩევეველი) , ხოლო ვანში 56,36 პროცენტი (14109)
შეადგინა.
რაც შეეხება, საჩივრებს ამ დროისთვის მხოლოდ სამი საჩივარ შევიდა
ვანის #53 ოლქში, რომლის პროცედურულ დარღვევებს ეხება. ასევე,
პროცედურულ საკითხებზე ორი საჩივარი დაიწერა ხონშიც.
"ქართული ოცნების" კანდიდატს, გივი ჭიჭინაძე უმრავლეობის წევრმა არჩილ
თალაკვაძემ გამარჯვება უკვე მიულოცა.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები
მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
ვანის და ხონის ოლქში პარლაემნტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ
ექვსი კანდიდატი იბრძოდა
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა.
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი.
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი
ჭიჭინაძე. საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
მასალის გამოყენების პირობები